|
2021-07-19 10:44:21, 900 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფასი სანქციებია, სხვა ნაბიჯი მიშელის მხრიდან იქნება შეცდომა
„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას ვერ დაესწრება. ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს საკითხებს, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე უნდა ესაუბრა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის მხრიდან მმართველ პარტიასთან მიმართებაში უფრო მკაცრი და ზუსტი გზავნილებია საჭირო და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების დარღვევისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს, რაც შესაძლოა ინდივიდუალური სანქციებით გამოიხატოს. „პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი. გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები. რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე: მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შეფასებით, „ოცნებამ“ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების, მათივე შეფასებით, ყველაზე პრინციპული მუხლი - მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი. ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს. არც მეტი, არც ნაკლები, ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა, რომ „ოცნება“ პროდასავლური ძალაა. ასევე, „ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს „გადაგდებისთვის“. სხვა შემთხვევაში „ოცნება“ კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით. ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა, ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე, რომ „ოცნებას“ წინა „გადაგდებისთვის“ არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)