21:19 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-18 12:48:36, 642 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ პარლამენტში შემოსვლა

სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ პარლამენტში შემოსვლა, საშვი დაშვებულია 100-მდე ჟურნალისტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტში ბუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა – დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას.

ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე გვესმის, რომ მოთხოვნა, „შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა. მნიშვნელოვანია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე. ხმას ვერ ამოიღებს ვერავინ იმაზე, რომ ვინმე კონკრეტულზე არ გავეცით საშვი. საშვები გაცემულია იმ სიის მიხედვით, რაც თვითონ მედიასაშუალებებმა გამოგზავნეს. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი“, – განაცხადა კახა კჭავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics