22:18 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 11:50:34, 668 ნახვა

მსოფლიო
პრორუსი სეპარატისტები დაბალცევოს საარტილერიო დანადგარებით ბომბავენ

პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დაბალცევოს საარტილერიო დანადგარებიდან ბომბავენ და ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური კიევი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის.
ამასთან, საბრძოლო მოქმედების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტ  პეტრო პოროშენკოს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენ ფრანსულა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ლიდერებმა რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics