18:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 11:26:17, 1060 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გამართულ დისკუსიას დაესწრო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გამონაკლისის სახით იყო წარმოდგენილი. დისკუსიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები განიხილეს, როგორებიც არის: მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობა (PESCO), „ევროპული თავდაცვის ფონდი“ (EDF) და „თავდაცვის წლიური კოორდინირებული მიმოხილვა“ (CARD).

დისკუსიის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე.

ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის რესპუბლიკაში ბერძენი კოლეგის ნიკოლას პანაგიოტოპოულისის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო თავდაცვის გამოფენასაც (DEFEA) დაესწრო. საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და დელეგაციის წარმომადგენლები ადგილობრივი და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებულ სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და სხვა სახის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას გაეცნენ და თავდაცვის ტექნოლოგიების კუთხით უახლესი მიღწევებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გამოფენა თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავების, თანამშრომლობის გაძლიერებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics