22:27 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 14:27:09, 545 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: მიმდინარე მოვლენები რუსეთის ინტერესებშია და აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა

,,საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთის ინტერესებშია", განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. რატი ბრეგაძის შეფასებით, საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა.

,,2024 წელს საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოს წარმოჩენა იმგვარად, თითქოს აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, ასეთი შეტევის განხორციელება საპატრიარქოზე... რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს არაკეთილმოსურნის, რუსეთის ინტერესებში... აქედან გამომდინარე, ბევრ რამეზე შეიძლება ვიმსჯელოთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრმა იმ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს საქართველოს ევროპული მომავლის რეალიზაციაში.

„სახელმწიფო არ არის მხოლოდ ხელისუფლების შტოები, სახელმწიფო ვართ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის აქციის მონაწილეებიც - მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მათგანს გულწრფელად უნდა, საქართველო იხილოს ევროკავშირში და დასავლურ ცივილიზაციაში - ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს მართვა არის კომპრომისის ხელოვნება და ჩვენ მხოლოდ ერთობით, სოლიდარობით და ერთმანეთის გატანით შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის განხორციელებას, რომლისკენაც მრავალი საუკუნის მანძილზე მივდივართ", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics