|
2021-07-12 14:26:25, 848 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ხედავთ დიდ სურვილს, რომ ტრაგედია გადააქციონ დიდი რევანშის შესაძლებლობად, რაც ვერ განხორციელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ტვ პირველის ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ტრაგედიით ხდება მანიპულირება მაშინ, როცა გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. „ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის და მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალიან დიდი მწუხარებაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. დიდ ამორალობად მიმაჩნია, რომ კონკრეტული ტრაგედიით ხდება მანიპულირება მაშინ, როდესაც გარდაცვალების მიზეზიც კი არ არის დადგენილი. კოლეგის და თანამოქალაქის პატივისცემა მოითხოვს, რომ დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს. რაც შეეხება დესტრუქციული ძალების სურვილებს, რომ ყველა ჯერზე, როცა სხვადასხვა მიზეზით ქვეყანაში ტრაგედია ხდება, გადადგეს პრემიერი ან შეიცვალოს მთავრობა, ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. თქვენ ხედავთ ძალიან დიდ სურვილს და მოლოდინს, რომ დიდი ტრაგედია გადააქციონ დიდი რევანშის შესაძლებლობად, რაც ასე ვერ მოხდება და ვერ განხორციელდება. ჩვენ ვმუშაობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს და ბუნებრივია პრემიერის ხელმძღვანელობით, ყველა ამ გამოწვევას თავს ღირსეულად გავართმევთ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)