|
2021-07-11 19:04:58, 1113 ნახვა
კომენტარი
კახა ოქრიაშვილი - შექმნილ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის
კახა ოქრიაშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ოქრიაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მასმედიის წარმომადგენლებს. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან ერთ არაკომპეტენტურ ადამიანს მეორე ჩაანაცვლებს, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა კი მაინც გაგრძელდება. „პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მასმედიის თითოეულ წარმომადგენელს. შექმნილ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან ერთ არაკომპეტენტურ ადამიანს მეორე ჩაანაცვლებს, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა კი მაინც გაგრძელდება. დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და არა პრემიერი, ან მინისტრები - ისინი მხოლოდ ბატონი ივანიშვილის დარგობრივი პრესსპიკერები არიან. ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისიდან ვითხოვ მთავრობის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რადგან ივნისის ცნობილი მოვლენების დროს დაწყებული კრიზისი გრძელდება და დღითი-დღე უფრო მწვავდება. კიდევ ერთხელ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირას და არა თვის დასაწყისში, რათა ოპოზიციურად განწყობილ ძალებს მიეცეთ სათანადოდ მომზადების საშუალება“, - აცხადებს ოქრიაშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)