23:23 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 13:26:35, 439 ნახვა

პოლიტიკა
SJC: ეს ტრაგედია აჩვენებს 5-6 ივლისის ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების უპასუხისმგებლობას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს და მხარდაჭერას უცხადებს.

ორგანიზაცია 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის აკისტრებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ოჯახის წევრების და საზოგადოების ნდობის დაცვით ჩატარდება.

"მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს 5 და 6 ივლისს გამოვლენილი ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების დემონსტრაციულ უპასუხისმგებლობას, რომელმაც არა მხოლოდ არ უზრუნველყო საკმარისი საპოლიციო რესურსების და სტრატეგიების გამოყენება აქციაზე მასშტაბური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის, არამედ პოლიტიკური განცხადებებით წაახალისა და დაუშვა კიდეც ეს ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე." - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის მიმდინარე გამოძიების პროცესი არაეფექტიანი ჩანს და ძალადობრივი აქციის ლიდერები თავისუფლად აგრძელებენ საინფორმაციო არხებით ძალდობრივ და აგრესიულ რიტორიკას.

"ამ დრომდე არაეფექტიანი ჩანს მიმდინარე გამოძიების პროცესიც, რომელიც ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირებს და არაფერს აკეთებს ძალადობის ორგანიზების და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვისთვის. ძალადობრივი აქციის ლიდერები, რომელთა ორგანიზებით თავს დაესხნენ მედიის 52 თანამშრომელს და კიდევ რამდენიმე მოქალაქეს, ამ დრომდე თავისუფლად აგრძელებენ მათი საინფორმაციო არხებით ძალადობრივ და აგრესიულ რიტორიკას. აქციიდან 5 დღის შემდეგ, გამოძიების ეს დინამიკა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთი დემონსტრაციული აქტია.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და დღეს უკვე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ეს უმძიმესი და ტრაგიკული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც ჰუმანიზმის და სოციალური მსახურების იდეით უნდა მუშაობდეს და ღვაწლს სწევდეს, მოძალადე ჯგუფების მხარეს დგას და 2013 წლის 17 მაისის ტრაგედიის შემდეგ, კვლავ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორად მოგვევლინა." - ნათვამია განცხადებაში

ორგანიზაცია ლექსო ლაშქარავას საქმის ეფექტიან და გამჭვირვალე გამოძიებას, 5-6 ივლისის მოვლენების სრულყოფილ გამოძებას და პარლამენტის მიერ 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლის დაწყებას ითხოვს:

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა ლექსო ლაშქარავს საქმეზე გამოძიება წარმართონ დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ. ასევე, საქმის მსვლელობის ყველა ეტაპზე საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე;
  • 5-6 ივლისის მოვლენები სრულყოფილად იყოს გამოძიებული და უპირველეს ყოვლისა, დროულად დადგინდეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
  • საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლა და გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო მექანიზმი, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს.
  •  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics