12:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 19:12:46, 531 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ

ციფრულ ტრანსფორმაციას დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს სამომავლო გეგმებში, რომლის მიხედვით, ძალიან ბევრ სფეროში ისევე, როგორც ზოგადად ქვეყანაში უნდა მოხდეს ციფრული ტრანსფორმაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ციფრული ტრანსფორმაციის" საქართველოს კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ძალიან აქტიურ დახმარებას უწევენ დონორები, რომელთა ხელშეწყობით ქვეყანაში არაერთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის „ლოგ ინ ჯორჯია", რომელიც  რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ასევე როგორც იცით, ორიოდ დღის წინ ევროკავშირმა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო გამოგვიყო სხვადასხვა მსხვილი სტრატეგიული დარგებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული ჰაბი საქართველოს სახით ჩვენს რეგიონში. მიმდინარე პროექტებიდან ასევე გამოვყოფდი საყოველთაო ინტერნეტიზაციის მასშტაბურ პროექტს, რომელიც 1000-მდე დასახლებული პუნქტისა და ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტზე წვდომას გულისხმობს განურჩევლად იმისა, სოფლად ცხოვრობს თუ ქალაქში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით, ეს არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა, რომელიც სტარტაპებისა და ინოვაციური წამოწყებების გრანტებით მხარდაჭერას გულისხმობს.

„უკვე 150-მდე სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული და მათგან ზოგიერთი  სილიკონ ველიზეა წარმოდგენილი. ქვეყნის განვითარების  10-წლიან გეგმის პერსპექტივაში კი  500-მდე სტარტაპის დაფინანსებას ვგეგმავთ. კიდევ ერთი მიმართულება შევიმუშავეთ „აწარმოე საქარველოში" ფარგლებში, რომლითაც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და ამ ბიზნესს წავახალისებთ გრანტებითა და სუბსიდიებით.  ასე რომ, გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ.  მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ინდუსტრია ეს ინდუსტრია კონსოლიდირდება და ისინი მარტო ერთმანეთის კონკურენტები კი აღარ იქნებიან, არამედ ერთობლივად და მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებენ რეალურ ციფრულ გარღვევას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს "ციფრული ტრანსფორმაციის", საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics