23:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 14:00:46, 893 ნახვა

ეკონომიკა
ივნისში FAO-ს ფასების ინდექსი ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ივნისში, ბოლო 12 თვის მანძილზე პირველად შემცირდა და 124.6 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.5%-ით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს - 33.9%-ით აღემატება.

9.8%-ითაა შემცირებული მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი, რომელმაც ბოლო 4 თვის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კლების მიზეზად, საერთაშორისო ბაზრებზე, სოიოს, მზესუმზირას ზეთზე და პალმის ზეთზე, დაბალი მოთხოვნა სახელდება. მცირედითაა შემცირებული, მარცვლეულის ფასების ინდექსი. მაისის თვესთან შედარებით ცვლილებამ 2.6%-ი შეადგინა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 33.8%-ით აღემატება.

ფასი, 5.0%-ით შემცირდა სიმინდზე, რისი მიზეზიც არგენტინაში არსებული უხვი მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი წარმოადგენდა. მცირედით, თუმცა კლების ტენდენციას მიჰყვა ხორბლის ფასების ინდექსი, რომელიც 0.8%-ით შემცირდა. შემცირება, მწარმოებელ ქვეყნებში უხვ მოსავალს უკავშირდება, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკაში - განადგურებული მოსავლის პრობლემა დააბალანსა.

1%-ით შემცირდა რძესა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. პროდუქტის ჯამურმა ქულამ, ივნისში 119.9 შეადგინა. კლება, რძის პროდუქტებზე (კერძოდ კი კარაქზე) ფასების კლებამ და ევროპაში რძის სექტორში გაკეთებულმა ინტერვენციებმა გამოიწვია.

კლების ტრენდში გამონაკლის წარმოადგენს, კალათის ორი პროდუქტი, შაქარი და ხორცი. აღნიშნულ პროდუქტებზე, ფასების ინდექსი გაიზარდა. კერძოდ, 0.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. პროდუქტზე ფასი, მესამე თვეა უწყვეტად იმატებს. მატების მიზეზი, ბრაზილიაში, შაქრის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ ქვეყანაში არსებული კლიმატური პირობებია, რომელმაც შაქრის მოსავალსა და ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

რაც შეეხება ხორცს, 2.1%-თაა გაზრდილი პროდუქტის ფასი. აღსანიშნავია, რომ ხორცზე ფასი, უკვე 9 თვეა უწყვეტად იზრდება. არსებული მაჩვენებელი, ამავე წლის ნიშნულს 15.6%-ით აღემატება, თუმცა, 8.0%-ით ნაკლებია, 2014 წლის რეკორდზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics