|
2021-07-07 15:33:04, 1335 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონელი ტურისტის დაჭრა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებას არ უკავშირდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 5 ივლისს, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტის დაჭრა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებას არ უკავშირდება. როგორც მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პოლონელი ტურისტი ფსიქიკურად ავადმყოფმა პირმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაჭრა. „ტურისტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად. ეს მოხდა ვორონცოვზე, ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან არ აქვს რაზეც საუბარი იყო, რომ ის პრაიდს უკავშირდება. სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც ეს მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, როცა არანაირ დაპირისპირებას იქ ადგილი არ ჰქონია. სრულიად მოულოდნელად მიეჭრა ეს პირი და სულ სხვა ადგილას, მოახდინა მისი ჯანმრთელობის დაზიანება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს გიორგი ხმალაძე, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და მოკვლის მიზნით მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დამნაშავე პოლიციამ მალევე დააკავა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)