23:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 15:47:04, 952 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - უახლოეს 5 წელიწადში 50 სხვადასხვა დარგში პროდუქციის წარმოებით ექსპორტის მოცულობას გავაორმაგებთ

„როგორ ვაპირებთ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება. ადგილობრივი წარმოება, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი", - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030" გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა ადგილობრივი ბაზრის გაფართოების მიმართულებით. ეკონომიკის მინისტრმა ამ კონტექსტში აქცენტი გააკეთა ქართული წარმოების პროდუქციისთვის საერთაშორისო ხელმისაწვდომობის საჭიროებასა და ამ მხრივ მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე.

„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბოლო წლებში იმისთვის, რომ ჩვენი მცირე ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოვებინა და მეტი გასაქანი მიგვეცა ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს არის მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ქვეყნებთან - დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ 2025 წელს გვქონდეს უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, 2030 წელს სულ მცირე 57 ქვეყანასთან და ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, შედეგად ადგილობრივი, ქართული წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი  არამარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ჩვენს შიდა ბაზარზეც ბევრი მიმართულებით  გამოდევნის და ჩაანაცვლებს იმპორტს. ამასთან, მისი თქმით, მაღალია თვითუზრუნველყოფის გაზრდის და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ბევრი არასასურსათო წარმოების მიხედვით.

„შესაძლებლობა გვაქვს და დავისახეთ კონკრეტული ამოცანა, რომ ისეთი პროდუქციის მიხედვით, როგორიცაა კერამიკა და მოსაპირკეთებელი მასალები, ზოგადად ადგილობრივი წარმოების საშენი მასალები დღევანდელი ვითარება, როცა ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მხოლოდ 5% გვაქვს, უახლოეს 5 წელიწადში გავზარდოთ 6-ჯერ და ადგილობრივ ბაზარზე სულ მცირე 30% იყოს ადგილობრივი წარმოება. ლაკ-საღებავები,  ელექტროსადენები, ხის მასალები, პლასტმასი, ავეჯი, ლითონის მასალა, ფარმაცევტული პროდუქცია... ჯამში, სულ მცირე, უახლოეს 5 წელიწადში  ვფიქრობთ, რომ 50 სხვადასხვა დარგის პროდუქციის წარმოების მიხედვით  გავაორმაგებთ ექსპორტის მოცულობას და ასევე სულ მცირე 20%-ით გავზრდით თვითუზრუნველყოფის დონეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics