07:01 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 11:51:26, 921 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ ყველა მოძალადე დაისჯება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 5 ივლისს ჰომოფობური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა და მომხდარი ფაქტი საჯაროდ დაგმო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოხდება ყველა მოძალადე პირის იდენტიფიცირება და ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა, იქნება დასჯილი.

„ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ და მინდა საჯაროდ, ეს ფაქტი დავგმო. მიუღებელია და კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. თქვენზე, ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია და არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტურად, დილით დაკავებულია 3 პირი. მოხდება ყველა პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად ყველა პირი იქნება დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics