00:12 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 22:31:30, 780 ნახვა

პოლიტიკა
ანგლიკანური ეკლესია - ჩვენი სამრევლოს წევრს მღვდლის თანმხლებმა ბრბომ დასისხლიანებამდე სცემა

ანგლიკანური ეკლესიის თანახმად, მათი სამრევლოს წევრს "მღვდლის თანმხლებმა ბრბომ", ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა დასისხლიანებამდე სცემეს. ანგლიკანური ეკლესია ამბობს, რომ შემაძრწუნებელი იყო მთავრობის უმოქმედობა, აღეკვეთა ძალადობა. ეკლესია შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაიცვას მათი უსაფრთხოება, რადგანაც უკვე მიიღეს მუქარა, რომ დაარბევდნენ.

"შეგვზარა დღეს მომხდარმა ძალადობამ, სამოქალაქო სიძულვილმა და უკონტროლობამ. განსაკუთრებით შემაძრწუნებელი იყო მთავრობის მხრიდან უმოქმედობა, რომ აღეკვეთათ ძალადობრივი ჯგუფების აგრესია და ხელი შეეწყოთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რათა გამოეყენებინათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

დღევანდელი დღის სიმწარე ჩვენი სამრევლოს ერთგულმა და აქტიურმა წევრმაც გამოსცადა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ მღვდლის თანმხლებმა ბრბომ დასისხლიანებამდე სცემა.

ორმაგად დიდი საშიშროება ელის ჩვენს ეკლესიას, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ეკლესია საქართველოში, რომელიც ჯვრისწერის წესსაც კი აღასრულებს ერთნაირსქესიან წყვილებზე. ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, რადგან უკვე მივიღეთ მუქარის მესიჯები რომ დაგვარბევენ.

ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და მშვიდობისათვის!" - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics