2021-07-05 21:02:56, 1308 ნახვა
საზოგადოება
ტურისტს, რომელიც ძალადობრივმა ჯგუფებმა საყურის გამო დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა
ტურისტს, რომელიც ძალადობრივმა ჯგუფებმა საყურის გამო დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმმა, ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, ტურისტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ის ახლა სტაბილურად არის.
„49 წლის მამაკაცი დღის 3 საათზე მოიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არეში. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული დახმარება. ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური“, - განაცხადა ალადაშვილის კლინიკის ექიმმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,