|
2021-07-04 17:01:51, 695 ნახვა
კომენტარი
თამარ არჩუაძე: დიუსელდორფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. დღეიდან, დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ,,მოხარული ვართ, რომ დღეიდან, ლუფტანგა ჯგუფში შემავალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. დიუსელდორფის მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. წინასწარმა გაყიდვებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვა ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდა. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს",-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. Eurowings-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და ავიაკომპანია Eurowings-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)