|
2021-07-03 14:23:40, 1058 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა წერილს აქვეყნებს და 20 ივნისს დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებს
სასტიკად დაშლილი დემონსტრაციის ქართველი მსხვერპლები კვლავ ელოდებიან სამართლის აღსრულებას, - ამ სათაურით ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა წერილს აქვეყნებს და 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებზე წერს. ევროპარლამენტარმა წერილი მას შემდეგ დაწერა, რაც დემონსტრაიისას დაზარალებულებს, რამდენიმე დღის წინ, ონლაინ ფორმატში შეხვდა. წეილში „ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე“, მის საფრთხეებსა და დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, ბოლო წლების განმავლობაში, ცვლილებების სიმბოლოა და ის ყურადღებით ეცნობა მათ მდგომარეობას. „რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდა ქართველთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ანტისამტავრობო დემონსტრაციაში თბილისში, 2019 წელს. ზუსტად ორი წლის წინ, 20 ივნისს მათ მონაწილეობა მიიღეს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში მიწვეული იყო, როგორც საპარლამენტო ასამბლეის წევრი. ქართველმა საზოგადოებამ სერგეი გავრილოვის ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტში ჩარევად შეაფასა. საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან დაიძაბ და დაძაბულია, ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომის, სასაზღვრო რეგიონების ოკუპაციისა და მათი საზღვრების გადაწევის გამო. საქართველოს პოლიციის მიერ სასტიკი და ჯერ კიდევ არასანდო გამოძიების შემდეგ, აქციის ბევრმა მონაწილემ მიიღო სერიოზული დაზიანებები, ეს არის რეზინის ტვიებით გამოწვეული თვალის დაზიანებები, ასევე ძალზე სასტიკი შინაგანი ორგანოებისა და კიდურების დაზიანება. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ცვლილებების სიმბოლოა. მე ყურადღებით ვაქცევ მათ მდგომარეობას, ამიტომ შევხვი მათ - ყოველშემთხვევაში, ამჟამად აღვწერეთ ის გამოწვევები, რომლების წინაც იმყოფებიან. დემოკრატიულ ქვეყანაში მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს ასეთი ჩარევის მსხვერპლი, ლოგიკურად ითხოვს სამართლიანობას. მაგრამ მათ ეს ორი წლის განმავლობაში არ მიუღიათ - მსხვერპლის სტატუსი, ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტია. ამჟამად, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ე.წ „ამნისტიის შესახებ კანონპროექტის“ თანახმად, რომელიც წარმოადგენს შარლ მიშელის დოკუმენტის ნაწილს, შესაძლოა შეჩერდეს გამოძიება და ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული ინციდენტები გამოუძიებელი დარჩეს“, - აღნიშნულია წერილში. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს 20 ივისს დაზარალებულების სამოქალაქო უფლებების დაცვა, ამასთანავე, მათთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის ფუნქციური კონპენსაციის გამოყოფა. „როგორც ევროპარლამენტის დელეგაციების წევრი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. მიმდინარე წლის მარტში შევხვდი საქართველოს სამოქალაქო ექტორის წარმომადგენლებს, სადაც განვიხილეთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი შეგვეხსენებინა თავი ევროპულ ნიადაგზე, რომ საქართველოში არსებული კრიზისი ჩვენი კრიზისიცაა და ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ ოჯაში საქართველოს მოგზაურობის გზაზე. ახლა მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადოთ, თუ სად სრულდება დახმარების ხელი და იწყება საყვედურის ტონი. ჯერ კიდევ შეხვედრამე, მე მივწერე ევროპულ საბჭოს საქართველოს „ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით. მე ვთხოვ ევროპული საბჭოს წარმომაგენლებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც მოცემულია „ამნისტიის შესახებ კანონპროექტი“, დაიცვან მსხვერპლის სტატუსის მაძიებელი ქართველი მომიტინგეების სამოქალაქო უფლებები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის ფუნქციური კომპენსაციის მისაღებად. ამასთანავე, მსხვერპლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მე ვიწყებ მუშაობას სხვა ინიციატივაზე. თუ, ევროკავშირში ჩვენ გვჭირდება დიალოგის გამართვა ქვეყნებთან, რომლებსაც როგორც ჟოზეფ ბორელი იტყოდა „უნდა საკუთარი ევროპული გზის გაგრძელება“, მაშინ ნათლად უნდა ითქვას, რომ რეპრესიების მსხვერპლთათვის უპირობო სამართლიანობა ქვეყნების ევროკავშირში მოგზაურობის ნაწილია“, - ვკითხულობთ წერილში.
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)