00:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 18:22:00, 863 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - მცირე და საშუალო ბიზნესში ციფრული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული მხარდაჭერის ახალ პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო მეწარმეობაზე და ამავე დროს ნათლად წარმოაჩინა ციფრული სერვისების შესაძლებლობები. თავის მისალმებაში, ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, 2021 წლის მაისში ინიციირებული პროექტის მიზნები და განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. მინისტრის მოადგილემ განსაკუთებულად გაუსვა ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ახალ სტრატეგიას, რომელშიც ერთერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებას ამ სექტორში ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, „ამავე სტრატეგიაში, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებშიც არაერთი აქტივობაა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესში ციფრული სამეწარმეო კულტურის და ციფრული უნარების განვითარებას."

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარებას, შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2019 – 2025 წლებისათვის. ცალკე გამოვყოფ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარე log-in Georgia პროექტს - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნეტ-ჩართულობას. ასევე აღვნიშნავ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელსაც ადგილობრივ თემებთან ერთად ვახორციელებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულმა პროგრამამ დიდი სარგებელი მოუტანა ქვეყნის მთიანეთში მცხოვრებ მიკრო და მცირე მეწარმეებს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics