|
2021-07-01 16:21:44, 1626 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური შტაბის J2 დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებით, „ისარი 2021“-ის ფარგლებში საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად სწავლებაში შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. უწყების ცნობით, „ისარი 2021“ - ის სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. „აღნიშნული სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედროებმა ჩასაფრების, რეიდისა და შენობის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. სწავლება ექვსი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით იყო დატვირთული. საველე პირობებში სწავლების განმავლობაში სამხედროებმა წყალსაცავზე წყლის დაბრკოლების გადალახვის, შტაბის მართვის პუნქტის გაშლის და ამოქმედების, ტაქტიკური სამედიცინო მომზადებისა და თვითგადარჩენის უნარების დახვეწა შეძლეს. სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის მართვის პროცედურების და საბრძოლო ბრძანებების შემუშავებასა და გაცემაში უნარ-ჩვევების დახვეწას, გეოსივრცითი დაზვერვის მასალების გამოყენებას, რეკოგნოსცირების ოპერაციების დაგეგმვას და ამოცანით მართვის პრინციპების გათვალისწინებით, მოულოდნელად წამოჭრილი ამოცანების დამოუკიდებლად შესრულებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში. საჩვენებელი სწავლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)