18:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 15:19:37, 1232 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც ქართველმა გენერალმა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ნიკოლაე-იონელ ჩიუკასთან და რუმინელ კოლეგასთან,  გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება და არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის საქმიანობაში რუმინული მხარის აქტიური ჩართულობა აღნიშნა. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, სადაც საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, აგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ  დიალოგს და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას. ამ მხრივ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საქართველოს  ევრო-ატლანტიკური მისწრაფების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. „რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების პროცესში მიღებული გამოცდილების შეთავაზებით", - აღნიშნა ნიკოლაე-იონელ ჩიუკამ.

საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურებმა კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს და განსაკუთრებით  აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილ  მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა, სამხედრო განათლების მიმართულება და გამოცდილების გაზიარება სამხედრო წარმოების კუთხით. „ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ უკვე ტრადიციული ურთიერთობები, რომელიც გვაქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან, ჩვენს სანდო პარტნიორებთან კავკასიაში. რუმინელი და ქართველი სამხედროები ესწრებიან ერთობლივ წვრთნებს სახმელეთო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალების სფეროებში. როგორც შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოები, ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს ამ რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ნატო-საქართველოს ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვის ძალებს შორის პარტნიორობის განმტკიცებასა და რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს”, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა დანიელ პეტრესკუმ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბუქარესტში მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics