08:31 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 13:51:55, 1916 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა

1-ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში კოვიდსერტიფიკატების ფუნქციონირება დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, კოვიდსერტიფიკატები 3 ტიპის იქნება, კერძოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი.

კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ და ის 180 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს.

სერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს. სერტიფიკატების გამცემი ორგანო ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია.

კოვიდსერტიფიკატები გაიცემა იმ პირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfier-ის, Moerna-ს, Astrazeneca-ს და Johnson&Johnson-ის ვაქცინებით იქნებიან აცრილნი. ამასთანავე, კოვიდსერტიფიკატების გაცემა იგეგმება Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილი პირებისთვისაც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics