06:49 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 12:34:35, 1151 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტი პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტი პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს, - აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, კონკურსის გამოცხადებიდან ხუთი დღის ვადაში კანდიდატებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილი საკონკურსო კომისია შეისწავლის.

„ცესკო-ს წევრების არჩევის პროცესი პრეზიდენტის მიერ კონკურსის გამოცხადებით იწყება. კონკურსის გამოცხადების შემდგომ, ხუთი დღის ვადაში კონკურსანტებმა საბუთები უნდა შეიტანონ. პრეზიდენტთან ასევე იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ერთ ვაკანსიაზე სამი კანდიდატის წარდგენას პრეზიდენტისთვის. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი ერთ ვაკანსიაზე უკვე ორ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics