|
2021-06-29 16:42:32, 943 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი ნინოწმინდაზე - არსებობს საერთო ინტერესი, რომ პროცესი წინ წავიდეს
„არსებობს საერთო ინტერესი, რომ ამ მიმართულებით პროცესი წინ წავიდეს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ განხილული იქნა სამომავლო ნაბიჯები. „დავესწარი შეხვედრას საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მასში, ასევე მონაწილეობდა „იუნისეფი“. ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ პროგრესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, პანსიონიდან ბავშვების დიდი ნაწილის გამოყვანის მიმართულებით და ამავდროულად, გრძელდება მონიტორინგი იმ ბავშვების მდგომარეობის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალეობის დონეს, შექმნილი ვითარების ირგვლივ, რაც აბსოლუტურად აუცილებელია და არის კარგი. ჩვენ განვიხილავდით თუ რა იქნება სამომავლო ნაბიჯები ახლა, იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობასთან დაკავშირებული ფოკუსი შენარჩუნებულია. ჩვენ, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა უფრო ფართო საკითხებიც განგვეხილა დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, არსებობს საერთო ინტერესი, რომ ამ მიმართულებით პროცესი წინ წავიდეს, როდესაც საქმე ეხება იმას თუ როგორ უზრუნველვყოთ აღნიშნული მომენტის გამოყენება, რათა გადავდგათ რეალური ნაბიჯები ამ საკვანძო საკითხთან მიმართებით. ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო,“- განაცხადა ჰარცელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)