00:56 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 16:20:17, 664 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მორიგი ეტაპი იწყება

საქართველოში სამხრეთ კორეის მიერ ოფიციალური დახმარების პოლიტიკის (ODA)-ს ფარგლებში   ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მორიგი ეტაპი  იწყება.

აღნიშნული პროექტი საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით  საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს„ საქართველოში სამხრეთ კორეის   რწმუნებული ბატონი დაესუ ჩანგი, კონსული კო ოკ სოკი, ასევე  სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ინჟინრები ეწვივნენ.

შეხვედრაზე   შეაჯამებული იქნა  პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოები, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელი   სამუშაო გეგმები იქნა დასახული.

ODA-ს პროექტის პირველ ეტაპზე  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ძვირადღირებული  ჰიდროგრაფიული ტექნიკა და რუკების საბეჭდი მოწყობილობები გადაეცა, განახლდა  სანავიგაციო რუკების საბეჭდი სტამბა,  ქართველმა და კორეელმა  ინჟინრებმა ერთობლივად განახორციელეს ბათიმეტრიული კვლევები ფოთის, ბათუმის და ყულევის აკვატორიაში.  პროექტის   მიმდინარე ეტაპზე სამუშაოების პარალელურად  იგეგმება ტრენინგები პერსონალისათვის, ასევე ჰიდროგრაფიული ტექნიკის  და სანავიგაციო აღჭურვილობის გადმოცემა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics