|
2021-06-29 13:12:53, 2085 ნახვა
მსოფლიო
პოლონელ მღვდელმთავრებს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში კვლავ ადანაშაულებენ
პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიას პედოფილიის ახალი ბრალდებები ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018-2020 წლებში პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიამ 368 ბრალდება მიიღო სასულიერო პირების მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ, კერძოდ, საუბარია ინციდენტებზე, რომლებიც როგორც წლების წინ, ასევე ბოლო პერიოდში მოხდა. „ევრონიუსი“ წერს, რომ პოლონეთის კათოლიკურმა ეკლესიამ ბრალდებების 39% დაასაბუთა, საჩივართა 10% უარყოფილ იქნა, დარჩენილ საქმეებზე კი, გამოძიება მიმდინარეობს. პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ვოიცეხ პოლაკმა მსხვერპლს ბოდიში მოუხადა. „დღეს, როგორც ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვის საეპისკოპოსო კონფერენციის დელეგატი, მივმართავ დაზარალებულებს და ყველას, ვინც აღშფოთებულია ეკლესიაში არსებული ბოროტებით, ვთხოვ პატიებას“, - განაცხადა ეკლესიის წინამძღვარმა. ცნობისთვის, გასულ წელს, ვატიკანმა ოთხ პოლონლ ეპისკოპოსს არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმის დაფარვის გამო სანქციები დაუწესა, ორი მათგან მღვდელმსახურება შეუჩერეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)