08:56 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 12:16:32, 1207 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - გუშინ ე.წ ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა, დღეს შტამის ცირკულაცია 10-დან 20%-მდეა

„გუშინ ე.წ ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა, დღეს შტამის ცირკულაცია 10-დან 20%-მდეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ ინდური შტამი 85 ქვეყანაშია უკვე გავრცელებული.

„გუშინ ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე 10-დან 20%-მდე უკვე მერყეობს დელტა შტამის ცირკულაცია ქვეყანაში.

მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო იმდენად, რამდენადაც დელტა შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.

დღევანდელი მონაცემით, თუ არ ვცდები, 85 ქვეყანაშია დელტა შტამი დაფიქსირებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics