2021-06-29 10:16:04, 990 ნახვა
პოლიტიკა
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება.
ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება, რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდაზე მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხსაც.
დღეს, 29 ივნისს ჟენევაში ტექნიკური შეხვედრაა დაგეგმილი, ხვალ კი დისკუსიების ძირითადი რაუნდი გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,