2021-06-28 18:37:13, 1217 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში გია ვოლსკი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტში გია ვოლსკი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება გია ვოლსკის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ პარტია „ლელოს“ ლიდერებს ბანკიდან გასულ 17 მილიონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე უნდა ეპასუხათ და შემდეგ ესაუბრათ პოლიტიკაზე.
სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ამ დროისთვის კი მხარებს შორის კონფლიქტი დასრულებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,