00:59 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 16:35:09, 1247 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს - მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“

მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე წლიური ანგარიში წარადგინა.

ელისაშვილის განცხადებით, პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას „ზედმეტად ბევრი დრო დაუთმო სიძულვილის პინგ-პონგს და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებს“.

„იმ დღეს გიყურებდით და დავრწმუნდი იმიტომ, რომ მანამდე ეთერებიდან გადევნებით ხოლმე თვალყურს და მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს დასკვნა გამოვიტანე. სიმართლე გითხრათ, ბოლო თვეების ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩვენი, პარტია მოქალაქეების და ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, აგერ, ქალბატონიც ადასტურებს, რომ გვძულდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ არც სიყვარულისთვის და არც სიძულვილისთვის.

ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის. იმ დღეს და პირველ რიგში, ჩემი აზრით, თქვენი ბრალი იყო, რადგან თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი, ზედმეტად ბევრი დრო დაუთმეთ ამ რაღაცა სიძულვილის პინგ-პონგს და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებს, მათზე საუბარს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics