|
2021-06-26 13:55:10, 831 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს, დეესკალაციისთვის გადაიდგა პირველი ნაბიჯები
მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული მედიაციის შემდეგი ნაბიჯია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელი არ შეუშალონ ინვესტორს სამუშაოების განხორციელებაში. „დადასტურდა, რომ მედიაციის პროცესი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის. დეესკალაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტიგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში. შემდეგი ნაბიჯი, რაც არის საერთაშორისო მედიატორთან შეთანხმებული, არის რომ ორივე მხარემ, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ლიდერებმა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას, რომ მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები, საწყისი ნებართვის ფარგლებში. მთავარი მიმართულება მედიაციის პროცესში არის გარემოს დაცვითი სტანდარტების გადამოწმება, გარემოს დაცვითი პროცედურების კვლევების გადამოწმება, რათა საბოლოო ჯამში ეს პროექტი განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, რაც იქნება საქართველოს ინტერესებში. დიალოგი მიმდინარეობს, ამ პლატფორმას ორივე მხარე კარგად ვიყენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)