01:00 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 10:07:16, 944 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ

25-26 ივნისს, საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში  ჩამოვიდნენ.

„ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. 

ვიზიტის ფარგლებში,  მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი,  გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხერთ კავკასიის ტურნეს შედეგებს.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება მიღებულ იქნა 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და რამდენად ჩართულია ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics