|
2021-06-25 23:26:16, 652 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - იუსტიციის სამინისტრო ახალ, კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას მოქალაქეებს უკვე ივლისიდან შესთავაზებს
„იუსტიციის სამინისტრო ახალ, კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას მოქალაქეებს უკვე ივლისიდან შესთავაზებს" . ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ონლაინსერვისების დახვეწას რაც შეეხება, ამ მიმართულებით ძალიან კარგი იდეები აქვს ბატონ რატი ბრეგაძეს, აქამდეც იყო ისეთი სერვისები, როგორიცაა ონლაინ პასპორტის ან პირადობის მოწმობის აღება ისე, რომ მოქალაქეებს აღარ უწევდეთ მისვლა თუნდაც ისეთ გამართულ სისტემაში, როგორიც არის იუსტიციის სახლები. ამის გარდა უამრავი ახალი პროექტი არსებობს, რომელიც უკვე ივლისიდან დაიწყება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებს უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი შეემატება. მათ შორის არის ე.წ. „მობილური იუსტიციის სახლები". სპეციალურად აღჭურვილი ავტოტრანსპორტის და მობილური პერსონალის დახმარებით იუსტიციის სახლის სერვისები ყველაზე შორეულ და მოწყვეტილ სოფლებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)