|
2021-06-25 21:09:10, 888 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - საბოლო ჯამში „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, „ქართული ოცნება“ ამას ვერ გააკეთებს
„საბოლო ჯამში „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, „ქართული ოცნება“ ამას ვერ გააკეთებს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. „ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია ორი ქართული პოლიტიკისგან გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი - პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ. ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესებს სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს, ჩვენი გასაკეთებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)