|
2021-06-25 17:03:23, 711 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე პრემიერს - ვინ დაიჭირეთ მაღალჩინოსანი? ლიფსიტებს რომ დაერიეთ, ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული
„ვინ დაიჭირეთ მაღალჩინოსანი? ლიფსიტებს რომ დაერიეთ, ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის კითხვის დასმის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ 200-ზე მეტ პირს 129 მილიონი ლარის მოსაპარად 700 მილიონი ლარის ბრუნვის დამალვა მოუწდევდა. „რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, რომ მოეპარა 129 მილიონი ლარი? ესებუას უნდა გაეძარცვა 86 ბანკი. ხალხი წლობით წვალობს ერთ-ორი მილიონის მოსაპარად ხოლმე და დღეს რა რეალობა გვაქვს? ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ჩინოვნიკების დახმარებით მოიპარეს 129 მილიონი ლარი დღგ-ს თაღლითური მანიპულაციით. ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ პასუხისგებაში მიეცა 241 პირი, პატიმრობაშია 69, ძებნილია 16, გირაო შეეფარდა 114 პირს. ესენი ქურდები კი არა მონსტრების კორპორაცია ყოფილან. 200ზე მეტმა პირმა, რომელმაც უნდა მოიპაროს 129 მილიონი 700 მილიონი ლარის ბრუნვა უნდა დამალოს, რადგან 18% არის 700-ის ეს 129 მილიონი. ამაში ამტკიცებთ, რომ მაღალჩინოსანი არ არის ჩარეული, ვინ დაიჭირეთ მაღალჩინოსანი? ლიფსიტებს რომ დაერიეთ?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)