01:02 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 11:34:50, 755 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერზე მიზეზობენ,​ მეხსიერების პრობლემები თუ აქვთ, წამლები დალიონ

არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ვაშაძე პოლიტიკოსებს, რომლებსაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მედიკამენტების დალევას ურჩევს.

„იმედი მაქვს, რომ ამ წესთან დაკავშირებით არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა იმიტომ, რომ პირდაპირ ჩაწერილი გვაქვს დოკუმენტში აბსოლუტურად ყველა დეტალი. 40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში. დიახ, ვეთანხმები 40%-იან ბარიერს. დიახ, მივაღწიეთ იმას, რომ 40%-იანი ბარიერი იქნება ცვლილებებში. დეკემბრიდან მოყოლებული იყო განხილვები საკრებულოში. სადავო გახდა იმიტომ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, მეტი არაფერი. ყველა განხილვებზე ეს ხალხი იქ იჯდა, სადაც ჩვენ ამ განხილვებზე ვსაუბრობდით. მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვთ, რაღაც წამლები, მედიკამენტები იყიდება და შეუძლიათ დალიონ, რომ ყველა საკითხი დაიმახსოვრონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics