2021-06-25 10:50:47, 1898 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი.
შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 362 183 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 348 267 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსს ჯამში 5 237 პაციენტი ემსხვერპლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან