|
2021-06-24 16:04:51, 799 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინები არსად გამქრალა და დროულად მოხდა მათი მობილიზება
ვაქცინები არსასდ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვს, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი „მწარმოებლის შეფერხებამ გამოიწვია“. „ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ ჩვენთან მოხსენებას, ასევე მოგვცემენ იმ კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს და მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ არანაირი რისკი და შეფერხება. დეფიციტის შექმნა გამოწვეულია იმ შეფერხებიდან, რომელიც ჰქონდა მწარმოებელს და მათი მხრიდან ამის ინფორმირება სამინისტროში მოდა 22 რიცხვში. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებელთან, რათა შემდეგ წყვეტა „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში აღარ იყოს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)