|
2021-06-24 14:20:16, 767 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე გადადგომაზე - ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე
ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას, გაიზიარებს თუ არა ოპოზიციის და ჯანდაცვის თემაზე მომუშავე ცალკეული პირების მოწოდებას, რომ მან იმუნიზაციის პროცესზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. მისი თქმით, როდესაც მოსახლეობა ეტყვის, რომ საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს და უნდა წავიდეს, ის უფრო ადრე დატოვებს თანამდებობას. „მე არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არასდროს არ გავურბივარ. მე უფრო მეტი თანამდებობიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. ამიტომ, მე ეს არც მაშინებს და არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, იმას ის საქმეები, რაც გაკეთებული აქვს, იმაზე უკეთ უკეთებია, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ? თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მივიღებ მათ რჩევას. ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ. არ მინდა პოლიტიკაში შევიდე, მოგეხსენებათ, ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრ ინფორმაციას ვფლობ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)