01:04 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 12:39:06, 980 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან ერთ სასტუმროში ყოფნას ადასტურებს, თუმცა მასთან შეხვედრას უარყოფს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი.

ამასთანავე, გიორგი გახარია უარყოფს ინფორმაციას, რომ ის შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პარტიასთან არაფერი საერთო არ აქვს.

მანვე დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთივე ჟინით რომ ებრძოლა როგორც დღეს მისი პარტიის წინააღმდეგ იბრძვის, საქართველოში სულ სხვა პოლიტიკური ვითარება იქნებოდა.

„ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით და მეორე დღესვე, უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არანაირი არ გვქონია და საერთოდ ეს, არასერიოზულია. ჩვენი წასვლა, თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, იმიტომ რომ, ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. საერთოდ, ამის უკან, არაფერი არ არის და შეხვედრაზე, საუბარიც ზედმეტია. არაფერი მე დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მაქვს და მეტსაც გეტყვით, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური ვითარება იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics