|
2021-06-24 11:07:33, 648 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, მოსამართლეებს, რომლებიც „კლანის“ არსებობას უწყობენ ხელს, სანქციები დაეკისროთ
შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებაში ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს". - ამის შესახებ აფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები და კონკრეტული ზეწოლის მექანიზმები „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს. ამასთანავე, სალომე სამადასვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან ყველა მცდელობა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას უქმნის საფრთხეს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ძალიან ცუდად იქნება აღქმული. „უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედ მიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება ამიტომ, ყველანაირი მცდელობა „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, იქნება ძალიან ცუდად აღქმული", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)