01:48 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 11:10:22, 487 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: იუსტიციის სახლის თანამშრომლების ხელფასები იზრდება

იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გარდაბნის იუსტიციის  სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული გადწყვეტილების მხარდაჭერისათვის  მადლობა გადუხადა.

„ამ შენობის უკან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა იმალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლები  პანდემიის პირობებშიც მუხლჩაუხრელად აგრძელებდნენ შრომას ჩვენი მოსახლეობისათვის, რაც, ბუნებრივია, განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს. ჩვენი თანამშრომლობის კეთილდღეობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს პირველი ივლისიდან გაეზრდებათ სახელფასო ანაზღაურება", –განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გარდაბნის იუსტიციის სახლი დღეს, 24 ივნისს, გაიხსნა. ის ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მისი ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics