|
2021-06-23 17:56:13, 928 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი შავგულიძეს: თქვენ, გირგვლიანის უფლებადამცველიდან გადაიქეცით „ნაციონალური მოძრაობისა“ და რურუას ინტერესების დამცველად
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს შალვა შავგულიძეს პლენარულ სესიაზე უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, შალვა შავგულიძე არასწორ ინფორმაციას აწვდის საქართველოს პარლამენტს. „ბატონო შალვა, არ ხართ მართალი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩვენების სანდოობის საკითხს ეხმიანებით. თქვენ არასწორ ინფორმაციას აწვდით საქართველოს პარლამენტს, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება გამოყენებული იყოს მტკიცებულებად. ეს არის ტყუილი. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი რამ თქვა, გთხოვთ წაიკითხოთ კონკრეტულად სად არის ეს განმარტებული. მე კოლეგებს და თქვენ, მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას, თუ რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ. თუმცა, თქვენ არ ეთანხმებით ისეთ საკითხებს, რომელიც უკვე ჭეშმარიტებაა, მაგალითად მიშელის დოკუმენტი. თქვენ, გირგვლიანის უფლებადამცველიდან გადაიქეცით ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ინტერესების დამცველად და დღეს, რურუას ინტერესების დამცველად მოგვევლინეთ. ამიტომ, თქვენ არ ხართ მორალურად მართალი, როდესაც ასეთ პოზიციებს აჟღერებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შალვა შავგულიძის საპასუხოდ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)