01:48 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 14:21:27, 1012 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ჭიჭე ვაშაძეს გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს

ეს ჭიჭე ვაშაძე გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ტაქსების შესყიდვას ეხებოდა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ვაშაძემ არის ის ტიპი, რომელიც 2012 წელს იუსტიციის სახლებში პირადობას აყალბებდა და ახლა სიცრუის ტირაჟირებას ეწევა.

„ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს და მეტი არაფერი. გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა, 4 მერე ჩვენ ჩაგვეხუტა მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო და კადრები არის. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და ისევ სიცრუე. „მარშუტკები“ რაც იყო ყვითელი ფერის გამოუსადეგარი ყველანაირად მოძველებული ტრანსპორტი, რომელიც გარემოს აბინძურებდა ვთქვით, რომ ეს უნდა ჩაენაცვლოს, მაგრამ კომპანიამ თქვა, რომ არ გვაქვს ამის ჩანაცვლების ფინანსური საშუალებაო. ირაკლი ხმალაძე, ვიცე-მერი ძალიან ჭკვიანი მენეჯერია. სქემა შექმნეს, რომ თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე 36 მილიონად იყიდეს 300 ცალი ლურჯი მიკროავტობუსი, ისე რომ საფასური არ გაზრდილიყო და შემდეგ მიაქირავეს ამ აღნიშნულ კომპანიას. კიდევ დამატებით ხდება 300-ის შესყიდვა და კიდევ 400-ს შეისყიდიან, ანუ თბილისში 1000 სამარშრუტო ტაქსი ივლის, რომელიც თანამედროვე და ჩვენს რეალობაზე მორგებული იქნება.

ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური არ გაზრდილიყო, კომბინირებული სისტემა შეიმუშავეს. თუ 1 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებთ, მარშრუტში პოზიტივებს მიიღებთ. აი ამ საკითხზეა საუბარი და ვაშაძემ თავისი სიცრუის ტირაჟირება დაიწყო. აი ამ კაცმა 2012 წელს იუსტიციის სახლებში პირადობები, რომ გააყალბა და შემდეგ ბიძამისს, ჩხარტიშვილს ატალახებული, რომ ჰქონდა კარები არიქა არ დაიჭიროთო. აი ეს ტიპია ეს. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ როცა უსამართლოდ შეეხებით ადამიანებს ცხვირ-პირში მიიღებთ სიმართლეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics