|
2021-06-21 23:30:07, 737 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ 2 წლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ 2 წლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ. ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გახსნა. ვინაიდან, დღეს არსებული სოციალური სისტემა ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს სათანადო მხარდაჭერას, მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება. სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის. „სოციალური კოდექსი არის ევროპული სახელმწიფოების მონაპოვარი და ღირებულება. მას ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი გერმანიაში. სწორედ გერმანიიდან გავრცელდა ის ევროპის სხვა სახელმწიფოებში. საქართველოც, როგორც ევროპული ოჯახის წევრი, აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენი მთავრი ღირებულება არის მოქალაქე. ჩვენ მყარი პარტნიორი გვყავს ევროკავშირის სახით, ასევე, ინტენსიურადაა ჩართული საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ამ გლობალურ და მნიშვნელოვან რეფორმაზე მუშაობა მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ერთად წარიმართოს. პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა. პირველ ეტაპზე, საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემის მოწყობა და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა გაანალიზდება. განხორციელდება სისტემის ინსტიტუციური და ფუნქციური შეფასება. მოხდება ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთისა და ლიტვის სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სისტემური მოწყობის მოდელების საქართველოსთან შედარება. შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების სოციალური დაცვის მინიმალურ სტანდარტებს დაეფუძნება. გაანალიზდება არსებული გამოწვევები და გამოიკვეთება სისტემაში არსებული ღია სივრცეები. სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მოწყობის კუთხით მომზადდება წინადადებები. ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა და ის ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე მხარდაჭერის ღონისძიებებს მოიცავს. „ეს არის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ამ პროცესში ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. როგორც სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში, ისე პარლამენტში განხილვების დროს უზრუნველყოფილი იქნება სრული ინკლუზიურობა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, გამოცდილება და აქვს მოსაზრებები ყველა იქნება ჩართული. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას და შევძლებთ, ამისთვის მოვამზადოთ სოციალური დაცვის სისტემა და ეს იქნება ერთი კოდექსის სახით წარმოდგენილი, ისევე, როგორც ეს არის განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ამ გარანტიას“,- ამის შესახებ კახა კუჭავამ განაცხადა. სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება. „საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური სტრატეგია სოციალური დაცვის სისტემის განვითარების კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის დახმარებას სოციალური უფლებებისა და შეღავათების მიწოდებასა და განვითარებაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა გამოცდილების მხარდაჭერით, სამინისტრო მიზნად ისახავს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. გილოცავთ ამ ამბიციური პროცესის დაწყებას”,-ამის შესახებ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორმა რაფაელ ჟოზანმა განაცხადა. "სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)