|
2021-06-21 19:49:57, 1538 ნახვა
კომენტარი
ევროკავშირი და აშშ - ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებთ, სრულად ითანამშრომლოს 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს კოორდინირებული ზომები იქნა მიღებული 23 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებებზე, ძირითად თავისუფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე შეტევით. დღეს კოორდინირებული ზომები მივიღეთ 23 მაისს Ryanair-ის კომერციული ფრენის იძულებითი დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების საპასუხოდ. მხარს ვუჭერთ ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს რეპრესიული პრაქტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ რეჟიმმა თავი აარიდა ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული პრინციპების დაცვასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობას. ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებთ, სრულად ითანამშრომლოს 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი. შეასრულოს დამოუკიდებელი საექსპერტო მისიის ყველა რეკომენდაცია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)