01:48 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 14:24:11, 716 ნახვა

პოლიტიკა
„ენმ - ძალა ერთობაშია“ სასამართლოებში არსებული კლანური მმართველობის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტს საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიი შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საერთო სასამართლოებში არსებული მდგომარეობა „საგანგაშოა“ და „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი.

„მთელი ცივილიზებული სამყარო, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოება უმძიმეს შეფასებას აძლევს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. სენატის საგარეო კომიტეტის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ჩვენი პარტნიორების ხაზგასმული აქცენტია, რომ საქართველოს სასამართლოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა „კლანი“ და ეს „კლანი“ ძირს უთხრის არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ მოქმედებს დემოკრატიის განვითარების წინააღმდეგ და რა თქა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, თავისუფალ ბიზნესს თავისუფალი სასამართლოს იმედი არ აქვს. ადამიანებს სასამართლოს მიმართ ყველანაირი იმედი დაკარგული აქვს. საქართველოში არსებული კლანური სასამართლო სისტემა, რომელიც მიწეპებულია ხელისუფლებას და ყველა ხელისუფლების პირობებში კომფორტულად გრძნობს თავს და მაშინ, როცა „ქართული ოცნება" დამოუკიდებელი სასამართლოს დაპირებით მოვიდა ჩვენ ვხედავთ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანი“ საერთო სასამართლოებში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, როდესაც „ქართული ოცნება" იმ შეთანხმებას არღვევს, რომელსაც თავად მოაწერა ხელი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics