2021-06-21 10:54:25, 2620 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 834 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 834 პაციენტი.
შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსის 359 141 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 345 582 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსს ჯამში 5 175 პაციენტი ემსხვერპლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან