18:43 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-20 14:31:50, 942 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი 20 ივნისზე - პასუხი არ მაქვს, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები

„პასუხი დღემდე არ მაქვს, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წერვმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე იყო შტურმი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

„ეს იყო შტურმი, ორი აზრი არ არსებობს, რაც შეეხება იყო თუ არა სწორად დაგეგმილი ოპერაცია, მე დღემდე პასუხი არ მაქვს და არც საზოგადოებას, მაგალითად, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ.

მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები რომ ყოფილიყო გამოყენებული, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, არანაირად არ ამართლებს შტურმის განზრახვას და პოლიციელებზე თავდასხმებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics