05:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 23:39:58, 1382 ნახვა

მსოფლიო
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციები

„საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციები“, - ამის შესახებ ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.

„პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირ– მა ოთხი ძირითადი და კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შეიტანეს.

ცვლილებების პროექტის განახლებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედი) ხმა.

მოხსნილია პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები, ანუ პირობები, რომ პარტიას უფლება აქვს სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების მინიმუმ ერთი წევრი „პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა“, რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ“, - ვკითხულობთ დასკვნაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics