06:15 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 12:34:21, 1166 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერის ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც სააკაშვილი ჰპირდებოდა ოპოზიციას, ტალახში გაბანავებთო

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც მიხეილ სააკაშვილი ჰპირდებოდა ოპოზიციას ახტალისა და მამამისის ბალნეოლოგიურის ტალახში გაბანავებთო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციას მყვირალა და პოპულისტური განცხადებები ექნება.

„პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება და ყველას ექნება საშუალება, რომ საქმიან ფორმატში დაუსვას კითხვები. როგორც წესი, ოპოზიციის განცხადებები იქნება მყვირალა და პოპულისტური. რაც პარლამენტში შემოვიდნენ, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოსმენაზეც გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიშველი პოპულიზმით არიან დაკავებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics